გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და საქსტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

5-10-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც უნივერსიტეტის  სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას, საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

 

„აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა პროდუქტიული  თანამშრომლობის დასაწყისია, ვინაიდან საქსტატი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც კვლევის, ასევე  დასაქმების მიმართულებით. ამ თანამშრომლობით ჩვენი სტუდენტებისთვის დიდი პერსპექტივები იშლება. ვფიქრობ, ჩვენი სტუდენტები ჩაერთვებიან მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს.

 

ამ პროექტში მონაწილეობა ჩვენი სოციოლოგიის, ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისთვის  საინტერესო იქნება კვლევის თვალსაზრისითაც. მათ ეს ინფორმაცია შეუძლიათ გახადონ  მომავალი კვლევის საწყისად“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

           

ურთიერთშეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი  შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას; პრაქტიკული გამოცდილების მიღებას; საქსტატში პრაქტიკის/სტაჟირების გავლას; უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას; სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებას და შესაბამისი  უნარების განვითარებას.

 

„ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან და ამ მემორანდუმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება სტუდენტების სასწავლო პრაქტიკისა და დასაქმების მიმართულებით. ამ ეტაპზე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 950-მდე ადამიანის დასაქმება არის დაგეგმილი. უნივერსიტეტის სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ მოქნილ სამუშაო გრაფიკზე დაფუძნებულ სამუშაოს შესრულებაში,“- განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.


მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტი გამოხატავს მზადყოფნას ხელი შეუწყოს საქსტატის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.