გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: უსრულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი

5-10-2023

უსრულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, კანდიდატის სტატუსის საკითხია და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს.


„მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იცით თქვენ. ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან. იცით, რომ სწორედ ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც გადასულია საბოტაჟის რეჟიმში იმიტომ, რომ მათ არაფერი სათქმელი არა აქვთ მთავრობის საწინააღმდეგოდ არც ერთ თემაზე, არც ეკონომიკაზე, არც განვითარებაზე, არც დემოკრატიის ხარისხზე. ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ და სპეკულაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ევროპაში, მათ შორის, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა ეს რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ამ პროცესში, ისევე, როგორც არ გაუკეთებია არაფერი ქალბატონ პრეზიდენტს. მე მადლიერება მინდა გამოვხატო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.