გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ზალკალიანი: პოზიციისთვის მისასალმებელია, როცა მამიკინსი იმათთვის სასარგებლო პოზიციას აჟღერებს, ხოლო მიუღებელია, როცა მამიკინსი მათთვის ხელსყრელ განცხადებებს არ აკეთებს

6-09-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპონენტებს ურჩევს, ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ, მისაღებია მათთვის თუ არა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ოპოზიციისთვის მისასალმებელია, როცა მამიკინსი იმათთვის სასარგებლო პოზიციას აჟღერებს, ხოლო მიუღებელია, როცა მამიკინსი მათთვის ხელსყრელ განცხადებებს არ აკეთებს.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის შეფასებებს, ეს შეფასებები იყო ძალიან ობიექტური, ზუსტი და ასახავს იმ რეფორმებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ბუნებრივია, ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტარების მხარდაჭერა აღმასრულებელ დონეზე. მინდა ევროკომისარ ჰანის ვიზიტი შეგახსენოთ, რომლის დროსაც მან ძალიან მაღალი შეფასებები მისცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და იმ ქმედებებს, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი არასერიოზულად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეზოლუცია სუსტი და არაფრის მთქმელია.

„სამწუხაროდ, ხდება საქართველოს ინტერესების უგულვებელყოფა და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მათთვის მთავარია, რომ ამ პროცესებიდან მიიღომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი. მე ვფიქრობ, საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან სწორად აფასებს“, - აღნიშნა მინისტრმა.