6-10-2023
2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.
„მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა ის, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.