გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ის დამფუძნებელი: დღგ-ს ავტომატური დაბრუნება ჩვენთვის ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურები უკეთ მუშაობენ

6-09-2018

შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“ დამფუძნებლის პედრო ლუის პასტორის განცხადებით, დღგ-ს დაბრუნების რეფორმა მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 
მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში.

,,მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაკეთდა. ეს ეხება ისეთ კომპანიებს, როგორიც ჩვენ ვართ, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ და საკმაო ფულს დებს ამ ქვეყნის განვითარებაში. ეს ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას ქვეყნაში.

ჩვენი კომპანია სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს და უძრავი ქონების გაყიდვის სფეროში მუშობს. გვაქვს 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთის, ახლა მშენებლობა მიმდინარეობს და თბილისში იქნება პატარა ქალაქი. ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული. მთავრობის ახალი ინიციატივა საშუალებას მოგცეს ბიზნესში ჩაბრუნებული თანხის ხარჯზე დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ“ - აცხადებს პასტორი.