გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

6-10-2023

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დავით წითლიძემ  და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა გახსნეს.


დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული ფორუმი სოფლის მეურნეობის წარმოების ჯაჭვის მონაწილეებს შორის კავშირების გამყარების აუცილებლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.


ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგობრივასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დარგობრივი ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთო გამოწვევებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვა-გადაწყვეტას ითვალისწინებს.


ღონისძიება გაერთიანება „აგროსერვისის“ ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.