გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როცა გახარიას და „ნაცმოძრაობას“კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული ოთხ მუნიციპალიტეტში, ჩვეულებრივი მატყუარები არიან

6-10-2023

ჯერ დაშალოს გახარიამ ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და მერე ილაპარაკოს სხვა რაღაცეებზე. ისინი ალიანსში არიან ერთმანეთთან, სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტიაა „ნაცმოძრაობა“, გახარია, „ლელო“ და ა.შ. ჩვეულებრივი აგენტურაა, უცხოელი აგენტები არიან, საერთო პატრონი ჰყავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას - „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის სრული ალიანსია.


„ეს არის ჩვეულებრივი თამაში, სინამდვილეში აქ არის სრული ალიანსი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას - „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე სრული ალიანსია პარტია „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ პარტიას - გახარიას პარტიას შორის. ეს გადალაპარაკებები და შელაპარაკებები არის საზოგადოებისთვის საჩვენებლად, თითქოს მათ არ აქვთ ალიანსი, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, არიან ჩვეულებრივი აგენტურა, აგენტები რომლებიც პირდაპირ არიან დაპირისპირებული ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. არაფერი განსხვავება არ არის ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილს და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.