გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე სამოქალაქო მოძრაობის ღია წერილზე: ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან

6-10-2023

რევანშისტი ნაცსექტის არცთუ ახალი ტაქტიკაა ახალი ე.წ. არასამთავროებოების შექმნა ერთი და იგივე პერსონაჟების მიერ. გადატრიალების მოსურნე ერთ-ერთი რადიკალი გიორგი მელაძე (ასევე "თავისუფლების ინსტიტუტი"), რომელიც საზოგადოებამ გაიცნო "კანვასი საქართველოს" "რევოლუციური" გეგმებით, ახლა ნაცორგანიზაცია "ჯიუტის" სახელით, სხვა ნაცმარიონეტებთან ერთად მიმართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ვეტო დაადოს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან.


„რევანშისტი ნაცსექტის არცთუ ახალი ტაქტიკაა ახალი ე.წ. არასამთავროებოების შექმნა ერთი და იგივე პერსონაჟების მიერ. გადატრიალების მოსურნე ერთ-ერთი რადიკალი გიორგი მელაძე (ასევე "თავისუფლების ინსტიტუტი"), რომელიც საზოგადოებამ გაიცნო "კანვასი საქართველოს" "რევოლუციური" გეგმებით, ახლა ნაცორგანიზაცია "ჯიუტის" სახელით, სხვა ნაცმარიონეტებთან ერთად მიმართავს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ ვეტო დაადოს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას. ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს მრავალრიცხოვანი სამოქალაქო საზოგადოება ვითომდა დემოკრატიის სადარაჯოზეა. არა და ნებისმიერ ასეთ მყვირალა NGO-ს "გადაფხიკავ" და დაინახავ ნაცმანქურთს.


ყოფილი ავტორიტარული რეჟიმის მარიონეტები აპროტესტებენ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს იმის გამო, რომ ჩაეშლებათ ე.წ. გადატრიალების გეგმები და ვეღარ მიიღებენ ბინძურ ფულს აგენტოკრატიიდან.


ადეკვატურობის ზონიდან გასული პრეზიდენტი ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, შეისმენს ნაცმარგინალების თხოვნას და ვეტოს დაადებს ცვლილებას. და აზრი? პარლამენტი ვეტოს დაძლევს მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე მყოფი, გონიერი საპარლამენტო უმრავლესობის ხმებით.


მეხუთე კოლონის თოჯინები კი გააგრძელებენ ჩხავილს ნაცეთერებში და პარლამენტთან "მასობრივად".

ანტიქართული ნაცსექტა მუდმივ ფიასკოში იქნება“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.