გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებზე-რაც კი ფეიკი ალაგეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩამოიშალა ზუსტად ნახევარ საათში

6-10-2023

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში“ ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ერთი მარტივი ხუმრობით, ნახევარსაათიანი ხუმრობით, ჩამოიშალა მთლიანად ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, მათი ნარატივი. რაც კი ფეიკი ალაგეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველაფერი ჩამოიშალა ზუსტად ნახევარ საათში“.


„რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები, მათ შორის, პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოში, სამი დღის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ერთი ანალოგიური განცხადება და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, შეუძლებელი მეგონა მე პირადად. ერთი მარტივი ხუმრობით მათი იურისპრუდენციაც, განსწავლულობაც, კვალიფიკაციაც, აღქმაც, ყველაფერი ხომ ეჭვის ქვეშ დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ უკვე გადაგზავნილია. და რომ ნახეს, რომ უკვე გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იგივეზე აღშფოთდნენ და გადაირივნენ, რასაც სამი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ. ეს იყო სრული ლუსტრაცია, რომლის მსგავსიც მე იშვიათად მახსენდება“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.