გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

7-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისპარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, მდგრადი განვითარების მიზნები და საერთაშორისო სტრატეგიები, რომლებსაც უერთდება საქართველო, მწვანე ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს. კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება” კიდევ ერთხელ ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას დაბინძურების შემცირების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე და მათი უმეტესობა ხელმეორედ გადამუშავდეს, ასევე კონკურსი წაახალისებს კომპანიებს მწვანე ეკონომიკის ზრდის განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ნარჩენების მართვის საკითხებში სხვადასხვა სექტორის ჩართულობასა და სამომხმარებლო მიდგომების კუთხით ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეებმა ერთჯერადი პლასტმასის შესამცირებლად მდგრადობის სტრატეგიები, მწვანე შესყიდვების დოკუმენტები და ქცევის ცვლილებებზე ორიენტირებული მიდგომები შეიმუშავეს.

 

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ნორვეგიისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, სილქ ჰოსფითალითი, საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), პოლტ საქართველო, საქართველოს მშვიდობის კორპუსი, APM Terminals ფოთი.