გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ევგენიძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და იაპონია, ძალზე მნიშვნელოვანია

7-09-2018

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი და იაპონია, ძალზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ორმხრივ ვაჭრობას ელვისებურად ვერ გაზრდის, მაგრამ ეს იქნება კარგი სტარტი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამით ჩვენი კომპანიებისა და ჩვენი წარმოებების სწორება მოხდება იმ სტანდარტებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში ვაჭრობისთვისაა აუცილებელი,“ - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ 6 სექტემბერს მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.
ნინო ევგენიძის განცხადებით, „სწორედ ამის შემდეგ იქნება სავაჭრო პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოება შესაძლებელი და ყველა იმ სიკეთის და სარგებლის მიღება, რასაც ზოგადად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოაქვს“.