გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ილჰამ ალიევი: მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო - ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძლიერი მეგობრობა, ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი

8-10-2023

მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძალიან ძლიერი მეგობრობა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი.


მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძალიან ძლიერი მეგობრობა. საბჭოთა პერიოდში ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან თბილი. საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ დიდი ძალისხმევა ჩადებული, რომ ქვეყნები, ერები დაეახლოვებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც. მათ ჰქონდათ გამბედაობა და შესაძლებლობა. ასევე, ჰქონდათ ძალიან ძლიერი ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან. ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ბობოქარი პერიოდი და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული. ეს დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა. მათი შრომისა და ძალისხმევის წყალობით დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.