გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ ჩუგოშვილი: პროგრესული ალიანსის საერთაშორისო კონფერენცია საშუალებას აძლევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, უკეთ გაიცნოს საქართველო

7-09-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პროგრესული ალიანსის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება.
მისივე თქმით, ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, უკეთ გაიცნოს საქართველო.


„როგორც პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ პარტიებთან ასოცირება და თანამშრომლობა. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ვართ ევროპელი სოციალისტების წევრი პარტია, „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში, ამ მასშტაბის, როცა თითქმის ყველა წევრი პროგრესული ალიანსის სტუმრობს საქართველოს და მათი ეს წლიური შეხვედრა იმართება ჩვენს ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, უკეთ გაიცნოს საქართველო, ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღოს იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა პროცესებს გავდივართ და შესაბამისად ინტერესიც და ყურადღებაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდოს ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ რომ ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ უფრო სწორ წარმოდგენებს შექმნის სხვადასხვა ქვეყანაში“- განაცხადა ჩუგოშვილი.