გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმედია, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ

9-10-2023

„მთავარი, რასაც განაპირობებს სტატუსის მინიჭება არ მინიჭება, არის რადიკალიზმის შესუსტება ან გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. თუ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი არსებითად შემცირდება პოლარიზაცია, თუ არ მოგვენიჭება, ამ შემთხვევაში პირიქით, შენარჩუნდება ე.წ. პოლარიზებული გარემო, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი საქართველოში“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება პოლარიზაციის შესამცირებლად და იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბერში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

„შარშან, ივნისში, როცა აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამით მოახერხეს და წელიწად ნახევარი დაგვიტოვეს ხელოვნურად პოლარიზებული გარემო. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იმედია, წელს მაინც დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“-აღნიშნა კობახიძემ.

 

გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს ეს ხელისუფლების დამსახურება არ იქნება, კობახიძის თქმით, „ეს მანიპულაციებიც მთლიანად ემსახურება პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებას, თუმცა აბსოლუტურად უსუსურია ასეთი სპეკულაციები და მანიპულაციები“.

 

„ყველამ იცის ვინ მართავს ამ ქვეყანას. პარლამენტი განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართულებებს, მთავრობა ახორციელებს პოლიტიკას და თუ რაიმეს მიაღწევს ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მიაღწევს სწორედ ხელისუფლების დამსახურებით. ხელისუფლება არის პარლამენტი და მთავრობა. მთავარია, ჩვენ დავძლიოთ ხელოვნური ჩაკეტილი წრე, რასაც უწოდებენ პოლარიზაციას და ამ კუთხით კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.