4-12-2017
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა, რის შემდეგაც მიწის მასა ჩამოიშალა და მის ქვეშ მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი მაშველებმა თხრილიდან მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, ნიკა ჭეჟიას თქმით, პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა. ჩაუტარდა პირველად გამოკვლევები და გადაგვყავს რეანიმაციაში. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა ჭეჟიამ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"