გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

10-10-2023

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიური მედიის 13 წარმომადგენელს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები საქართველოს შესახებ საერთაშორისო გამოცემებისთვის: Elle,  Ken magazine, Marie-Claire, So Soir, De Standaard, Trends Style, Knack Weekend, Trends Tendance  სტატიებს მოამზადებენ.


ტურის ფარგლებში სოციალურ ქსელებში განთავსდება ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება. 


ბელგიური მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარნები, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სხვადასხვა რეგიონში მედიის წარმომადგენლებისთვის პურის ცხობისა  და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები მოეწყო, ტურის მონაწილეები გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას, არქიტექტურას, დაათვალიერეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.