გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი - რესურსები, რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს

7-09-2018

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია. 
ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი მაკალათიას შეფასებით, აღნიშნული პროგნოზი სავსებით რეალისტური, მაგრამ არასაკმარისია. 

როგორც მაკალათია აღნიშნავს, იმისათვის, რომ გვქონდეს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს, სახელმწიფომ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა აამუშაოს, რომელიც დღეს შესაძლოა მიძინებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს აქტივები, რომლებსაც არ ვიყენებთ. საუბარია, აქტივებზე, რომლებიც არის სახელმწიფოს საკუთრება და რომლის ეკონომიკური ღირებულებაც ნულის ტოლია. მათ არც სახელმწიფო აწარმოებს, არც კერძო სექტორი და  შესაბამისად, მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი აქვს. ეს აქტივებია: 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლის 70%-ც, (მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით) სახელმწიფო საკუთრებაა. იმისთვის, რომ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს მათი მოსახლეობაზე განკერძოებაა საჭირო.

წიაღისეული რესურსი - საქართველოში დაახლოებით 960 საბადო და ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვების გამოვლინებაა, რაც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა. ამ აქტივებზე 61 ლიცენზიაა გაცემული, რომელიც გარკვეულ პერიოდს მოიცავს. ლიცენზიის მფლობელის ინტერესში კი არ შედის, რომ მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიტანოს, მისი მთავარი ინტერესია დროულად იშოვოს ფული და წიაღისეული დაბალი ტექნოლოგიით მოიპოვოს. 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები - გვაქვს 

უამრავი სახელმწიფო შენობა-ნაგებობა, რომელთა დაახლოებით 70-80% სახელმწიფო საკუთრებაშია. იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს მათი გამოყენება, ეს ქონება დროულად არის გადასაცემი კერძო საკუთრებაში. 
ტყის რესურსი - საქართველოში ტყის რესურსი 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა. ასეთი რამ კი თითქმის არცერთ ქვეყანაში არ ხდება. 

სახელმწიფო საწარმო - საქართველოში 135 სახელმწიფო საწარმოა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამ საწარმოებს რეალურად ჩვენი გადასახადებიდან ვაფინანსებთ და წაგებაზე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მათგან 7 საწარმო გაკოტრების გზაზე დგას. ანუ ყველა ეს აქტივი უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს,“-აღნიშნავს მაკალათია. 

bpn.ge