გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: „ღვინის დღეების“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

10-10-2023

„სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ ტარდება ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღვინის დღეებით, ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში, დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც  მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის, ის გახდა მთავარი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი  უწყვეტი ისტორიით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება. კონფერენცია მიზნად ისახავს მევენახეობა - მეღვინეობის დარგის მკვლევარებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ.  კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერები და მკვლევარები წარმოადგენენ მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.


აღსანიშნავია, რომ 10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. ღონისძიება  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.