10-10-2023
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "მეგობარ" პარტნიორებს ორი თხოვნა/სურვილი არ შეუსრულა: 1 - არ დაუთმო სასამართლო, 2 - არ დაიწყო ომი! ახლა მიდის მცდელობა, ეს ორი ამბავი არ აპატიონ“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ვენეციის კომისია ვერ ასახელებს ვერანაირ იურიდიულ პრობლემას, მაგრამ დადებითთან ერთად მაინც წერს ზოგად, გაუგებარ ასპექტებს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, "მეგობარ" პარტნიორებს ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თხოვნა/სურვილი არ შეუსრულა:
1 - არ დაუთმო სასამართლო და უთხრა, რომ დიახ, მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ სასამართლოს და ქვეყანას გარედან არავის ვამართინებთო.
2 - არ დაიწყო ომი!
ახლა მიდის მცდელობა, ეს ორი ამბავი არ აპატიონ.
სწორედ ამის გამო, ვენეციის კომისია ამჯერად წერს გაუგებარ შეფასებებს, ვერ ასახელებს ვერანაირ იურიდიულ პრობლემას, მაგრამ დადებითთან ერთად მაინც წერს ზოგად, გაუგებარ ასპექტებს და დასტრიალებს თავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ როგორმე თავიანთი აგენტურით გაავსონ.
აი ეს არის მოკლე ანალიზი იმ დასკვნის, რაც კომისიამ დადო!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.