გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი: არამოსამართლე წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, თითქოს დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები - ეს არასწორი ინფორმაციაა, რომელიც ვენეციის კომისიამ აღარ გადაამოწმა პარლა

10-10-2023

კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეცდომაში შეიყვანოს ვენეციის კომისია, მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ არამოსამართლე წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია უთითებს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, თითქოს მის დოკუმენტაციაში იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ოხანაშვილის განმარტებით, კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვენეციის კომისიას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ, კომისიამ პარლამენტთან აღარ გადაამოწმა. მისივე თქმით, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, საქართველოს პარლამენტს კომუნიკაცია ექნება შესაბამის სტრუქტურებთან.

 

„თითქოს იმ ორგანიზაციის მიერ, რომელმაც კანდიდატი წარადგინა საქართველოს პარლამენტში არამოსამართლე წევრად საბჭოში არჩევისთვის, მისი წარდგენის პროცედურა იყო ხარვეზიანი - ამას უთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია და მათზე დაყრდნობით, ამას ციტირებს ვენეციის კომისია. რეალურად, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გვქონდა შესაძლებლობა, შეგვესწავლა დოკუმენტაცია, დამატებით გამოგვეთხოვა კონკრეტული დოკუმენტები და სწორედ ამის შესაბამისად მიგვეღო გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ წევრთან დაკავშირებითაც, ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ყველა პროცედურა, საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად იყო შესაბამისობაში. ვენეციის კომისიის მხრიდან საქართველოს პარლამენტთან აღარ გადამოწმდა ეს ინფორმაცია. პირდაპირ დაეყრდნენ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის შეფასებამაც, პრაქტიკულად, შეცდომაში შეიყვანა ვენეციის კომისია. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და კონსულტაცია, უპირველეს ყოვლისა, ევროკომისიასთან, შესაბამის სტრუქტურებთან და ამ პროცესს სწორედ მათთან კონსულტაციის ფარგლებში გავაგრძელებთ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.