გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შშმ პირი ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ თავის დაწვით იმუქრება

7-09-2018

პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი რამაზ ფუტკარაძე ოზურგეთის საპატრულო პოლიციის წინ თავის დაწვით იმუქრება. მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟის მიერ მისთვის გუშინ გრიგოლეთში დაკავებისას გამოწერილ 700-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს. 
ადგილზე საპატრუო სამსახური და მაშველები არიან მობილიზებულები. 
ფუტკარაძის თქმით, თუ ჯარიმას არ მოუხსნიან, თავს დაიწვავს. 

"მივმართე პრეზიდენტს, რომ მოეცა უფლება, მანქანა მეტარებინა. 700 ლარით დამაჯარიმეს. იძულებული ვარ, ბენზინით თავი დავიწვა. აკრძალვა აუცილებლად უნდა მომიხსნან"-განაცხადა ფუტკარაძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფუტკარაძე ახლობლის მანქანას მართავდა და 700 ლარიანი ჯარიმა მასაც დააკისრეს. 
საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსის დავით გოგიტიძის განცხადებით, 
ფუტკარაძეს მართვის უფლება სასამართლო განაჩენით აქვს აკრძალული.

"სასამართლო განაჩენით აქვს აკრძალვა პიროვნებას და დაიწერა შესაბამისი ოქმი სატრანსპორტო საშუალების. პიროვნება მართავს საჭეს, რომელსაც აკრძალული აქვს მართვის უფლება"-განაცხადა გოგიტიძემ.