გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში მოსახლეობა საპროტეტსტო აქციას მართავს

7-09-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის  მინიჭებას ითხოვენ . მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

 

„ჩვენს თემში ხუთი თუ ექვსი სოფელია. ყველას მთის სტატუსი მიანიჭეს ჩვენი სოფლის გარდა. ასე თუ გაგრძელდა, თემი ერთმანეთს დაუპირისპირდება. სოფელს აქვს ყველა კრიტერიუმი, რაც საჭიროა ამ სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ ყველაფერი ფურცელზე დაწერილი რჩება.  თუ ვითარება არ შეიცვლება, არჩევნებზე არ მივალთ“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

კიდევ ერთი აქციის მონაწილის თქმით,  სოფელში გზის და სასმელი წყლის პრობლემაცაა, ხელისუფლება კი მოსახლეობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.  

„ სოფელში გზის, სასმელი წყლის პრობლემაა.  წინა არჩევნებზე დაგვპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ სოფელს მთის სტატუსს მისცემდნენ. მეორე არჩევნები მოვიდა და ამ საკითხზე ისევ არაფერს ფიქრობენ“-განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გელა კაპანაძის განცხადებით,  სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხს მაღალმთიანი საბჭო წყვეტს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ქერეს დასახლებას  მაღალი მთის სტატუსი არ მიანიჭეს.

 

„ამ სოფელს მთის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, მაგრამ ამას მაღალმთიანი საბჭო წყვეტს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებობს.  გორის რაიონიდან, პრაქტიკულად, ყველა მეორე სოფელს  მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული. სამწუხაროდ,  ეს სოფელი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა.  გვქონდა შეტანილი შუამდგომლობა მაღალმთიან საბჭოში, მაგრამ პირველ ეტაპზე არ დააკმაყოფილეს,“-განაცხადა კაპანაძემ.