გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ შემომწირველებს, ფინანსები, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, დამოუკიდებელი კანდიდატის ფონდს მოხმარდეს

7-09-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, გადაწყვეტილება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

კობახიძე შემომწირველებს მოუწოდებს, ფინანსები, რაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, მათი მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის ფონს მოხმარდეს.

 

„შაბათს 6 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, კვირას გვექნება საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარი დავუჭიროთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს.

მხარდაჭერა იქნება ფართო. ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხიდანაც იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი.

გამომდინარე იქიდან, რაც რეალობაცაა შექმნილი წინა არჩევნების შედეგებიდან, თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის“- განაცხადა კობახიძემ.