გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი: ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში და თანხვედრაში იყო ევროპულ მიდგომებთან, ჩვენ გავითვალისწინეთ

11-10-2023

„ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც იყო წარმოდგენილი ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში, რომელიც იყო განჭვრეტადი ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე და რომლებიც თანხვედრაში იყო საუკეთესო, ევროპულ მიდგომებთან, ყველა ეს საკითხი ჩვენ გავითვალისწინეთ“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

„შესაბამისად, თუკი რაიმე საკითხი იქნება, რომელიც შეიცავს ბუნდოვანებას და ფაქტია, რომ არის ასეთი საკითხიც, ჩვენ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების ფარგლებშიც, რაიმე კონკრეტული, სამართლებრივად არგუმენტირებული, საუკეთესო ევროპულ მიდგომაზე დაფუძნებული შემოთავაზება ვერ მივიღეთ“-აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

 

წამყვანის შეკითხვაზე თუ არ არსებობს პრეტენზია სამართლებრივ ნორმებზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პერსონალური დამოკიდებულების პრობლემა იყოს თუნდაც, ვენეციის კომისიის მხრიდან, ოხანაშვილმა განმარტა, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები არიან მიუკერძოებლები, რომლებიც საკითხებს აფასებენ პროფესიულად, იურიდიული თვალსაზრისით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

მისივე თქმით, ვენეციის კომისია წმინდა იურიდიული და ექსპერტული თვალსაზრისით აკეთებს შესაბამის დასკვნებს.

 

„მოგეხსენებათ, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის ექსპერტებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებით, რომლებიც წერენ შესაბამის დასკვნებს. მათი წარმომადგენლები არიან მიუკერძოებლები, მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონენი, რომლებიც საკითხებს აფასებენ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულად, იურიდიული თვალსაზრისით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ტექსტებს სწორედ ამ ფორმით ვკითხულობთ.

 

თუ ვინმე ცდილობს, რომ ვენეციის კომისია ერთგვარ ფარად გამოიყენოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე სასაუბროდ, ეს იქნება აბსურდი, ვინაიდან ვენეციის კომისია არის საექსპერტო დაწესებულება, რომელიც წმინდა იურიდიული და ექსპერტული თვალსაზრისით აკეთებს შესაბამის დასკვნებს.


ვენეციის კომისიის ექსპერტები არ არიან პოლიტიკოსები. ისინი არ არიან პირები, რომლებიც პოლიტიკური მიზანშეწონილობით უყურებენ საკითხებს და შესაბამისად, ჩვენ სწორედ იურიდიული თვალსაზრისით ვუყურებთ მათ დასკვნებს. თუ ვინმეს სურს, რომ ეს დისკუსია გადაზარდოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ეს არის წმინდად პოლიტიკური საკითხი და ამას კავშირი ვერ ექნება ვერც კანდიდატობის სტატუსთან და ვერც ვენეციის კომისიის იურიდიულ ასპექტში განხილვასთან“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.