გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ცდილობენ ავნონ პროცესს და ეს ისახება დასკვნის ტექსტზე

11-10-2023

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ერთერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ერთერთ კანდიდატთან დაკავშირებით წესრიგში არ იყო დოკუმენტაცია, რაც სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში აისახა.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, მათ [ვენეციის კომისიას] რომ გადაემოწმებინათ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტთან, დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდნენ და აუხსნიდნენ, რომ არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ცდილობენ ავნონ პროცესს და ეს ისახება შესაბამისი დასკვნის ტექსტზეც.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციების და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ დადებითს ვერ ხედავენ კონკრეტულ ცვლილებებში. პირიქით, საბჭოს წევრების არჩევასთან მიმართებაშიც კი ვენეციის კომისიას ისეთი ინფორმაციები მიაწოდეს, რომ მათ მოუწიათ ჩაწერა, რომ თურმე საბჭოს წევრების არჩევა მოხდა პოლარიზებულ გარემოში. ჩვენმა საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, რას ნიშნავს პოლარიზებული გარემო.


მიმდინარეობდა კენჭისყრა, საკითხები იქნა განხილული, ჩვენ ავირჩიეთ და „ნაციონალურმა მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, შემდგომ ერთმანეთთან იყო მათ შორის გარჩევა და თუ მათ შორის გარჩევის, ერთმანეთის ლანძღვის გამო, ეს პროცესი უნდა შეფასდეს პოლარიზებულ გარემოში წევრების არჩევად და ამის გამო წუნი უნდა დაედოს წევრების არჩევას, ეს არის უაღრესად პრობლემატური. ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ცდილობენ, რით შეიძლება ავნონ ამ პროცესს და ეს აისახება შესაბამისი დასკვნის ტექსტზეც.


კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევის დროს ვენეციის კომისია დაეყრდნო ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას, ვინაიდან მიიჩნია, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ხალხი უნდა მუშაობდეს და სწორად უნდა აფასებდნენ კონკრეტულ გარემოებებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ერთერთ კანდიდატთან დაკავშირებით წესრიგში არ იყო დოკუმენტაცია, ეს არის მცდარი და არასწორი, ესეც კი აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს არის სამწუხარო, ვინაიდან, მათ რომ გადაემოწმებინათ საკითხი საქართველოს პარლამენტთან, ჩვენ დამატებით ინფორმაციასაც მივაწვდიდით და ავუხსნიდით რომ არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.