გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსია დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს

12-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების  სააგენტოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ნადირობის  შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის  სამუშაო ვერსია დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და კახა კაკაბაძე,  ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი  და სამონადირეო კლუბებისა და მეურნეობების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.  


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნადირობის შესახებ ახალი კანონი  ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას.  კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.


შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

„ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებასა  და  ამ სექტორიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლების მიღებას“, -აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა.


კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს  ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის  მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა.


აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო". პროექტი ითვალისწინებს ველური ბუნების სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისხელშეწყობას. ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.