გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მოსწავლეებს საქართველოს ბანკის sCoolApp-ში „ახალი სამყარო“ დახვდებათ

12-10-2023

საქართველოს ბანკი პირველ საბავშვო აპლიკაცია - BOG sCoolApp-ში მოსწავლეებს მუდმივად განახლებად სიახლეებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, 12 ოქტომბრიდან მათ  BOG sCoolApp-ში „ახალი სამყარო“ დახვდებათ.


„სხვა სამყარო“ sCoolApp – ის თამაშის სახელია, რომელსაც მოსწავლე ეტაპობრივად გაეცნობა. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები დაეხმარებიან გაერკვნენ თამაშის წესებში და გაიარონ სხვადასხვა ეტაპი.


„სხვა სამყაროში“ მოსწავლეებს მოუწევთ ისტორიის, ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით უპასუხონ ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს, რომლებიც ეტაპობრივად გაეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი ისინი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს  - გლითერებს მიიღებენ, რომლის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს მისიების შესრულებასთან ერთად გაეცნობიან.


თამაშში 12 ოქტომბერს დაიწყება  და ის სულ აქტუალური იქნება. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს, ამისთვისმხოლოდ საჭიროა ჰქონდეს საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაცია.  მათ კი ვისაც ჯერ არ აქვს აპლიკაცია, მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულზე, გადმოწერე BOG sCoolApp და გაიგე რა ხდება „სხვა სამყაროში“.


აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp- ს უკვე 100,000-მდე რეგისტრირებული მოსწავლე ყავს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ დაამ ყველაფერთან  ერთად,  სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.