13-10-2023
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი პროექტის „მონა. ჯი“ - ს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, „რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი, რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს, რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს.“
მისი თქმით, თვითონ რაც არიან, ის აწუხებთ და ყველანაირად ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ.
„აგენტები ვახსენეთ და პრინციპში რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი - რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს.
როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ის ქვეყნისთვის, არამარტო ქვეყნისთვის პირადად აგენტისთვისაც რომ იყოს დამაზიანებელი მაინც უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი. მთავარი მონა არის აგენტი.
თვითონ რაც არიან ის აწუხებთ და მერე ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ. თქვენ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს ისინი უწოდებდნენ აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს, ყველა სიტყვა გამოიყენეს, ყველა ეპითეტით შეამკეს და დღეს აცხადებენ, რომ ის ყოფილა მთავარი პროევროპელი ლიდერი. არავითარი ფასი მათ სიტყვებს არ აქვს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.