გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"mk.ru"(რუსეთი): ნარკომანი "ჯიგიტების" გასართობად ქცეულ აფხაზეთში კლანური მოწყობის გამო დამნაშავის მკაცრად დასჯა ძნელია

10-09-2018

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით რუსულ პრესაში რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული, მათ შორის გაზეთ «Московский комсомолец»-ში სათაურით „აფხაზეთის პრემიერი გზამ და სულელებმა შეიწირეს: ავარია ნარკომანის მონაწილეობით“.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარინა პერევოზკინას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:

„ცნობილია, რომ რუსეთში ორი დიდი უბედურებაა: გზა და სულელების სიმრავლე. პრორუსულ აფხაზეთში ეს უბედურებები კიდევ უფრო ძლიერდება მოსახლეობის კავკასიური მენტალიტეტით და ადგილობრივი ახალგაზრდობის ომისშემდგომი პრობლემებით. მრავალწლიანი ბლოკადისა და სტაგნაციის პირობებში უკვე ცამოყალიბდა „დაკარგული თაობა“, რომლებიც ნუგეშს ნარკოტიკებში ჰპოვებს. აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში საავტომობილო რბოლებიც ერთ-ერთი საყვარელი გასართობი გახდა ყმაწვილი „ჯიგიტებისა“ და მოჯირითეებისათვის. თანაც ყველაზე მეტი საგზაო შემთხვევა გუდაუთის რაიონში ხდება, სადაც პრემიერი გენადი გაგულია დაიღუპა.

ახალგაზრდობის ნარკომანიზაციასთან ერთად, საგზაო შემთხვევების მატების მიზეზები აფხაზეთის საგზაო ავტოინსპექციის („გაიშნიკების“) სატირელ მდგომარეობასა და აფხაზური საზოგადოების კლანურ მოწყობაში უნდა ვეძებოთ. ავტოინსპექციაში ხელფასები ძალიან დაბალია, იქ პროფესიონალები სამუშაოდ არ მიდიან, საზოგადოების კლანური მოწყობა კი დამნაშავეთა მკაცრ დასჯას გამორიცხავს, რადგან ყოველი დამრღვევი ვიღაც გავლენიანი პიროვნების ან შვილია, ან ძმა და სიძე...“, - ნათქვამია სტატიაში.



წყარო: newspress