გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ქართულ ფილმში ქვევრიდან ვერ გამოდის ხელოსანი, იმიტომ, რომ ქვევრის ყელის ზომა ვერ გაითვალისწინა, ისე ვერ გამოდის ციხიდან სააკაშვილი, იმიტომ, რომ რეალობა ვერ გაითვალისწინა

13-10-2023

ექს-პრეზიდენტის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი და სააკაშვილი ციხიდან გამოშვების არაერთი მცდელობა ქართული ფილმის „ქვევრის“ პერსონაჟის ქვევრიდან გამოსვლის უიმედო მცდელობას შეადრა.


„როგორც ქართულ ფილმში ქვევრიდან ვერ გამოდის ხელოსანი, იმიტომ, რომ ქვევრის ყელის ზომა ვერ გაითვალისწინა, ისე ვერ გამოდის ციხიდან სააკაშვილი, იმიტომ, რომ რეალობა ვერ გაითვალისწინა. ამის შემდეგ ხან აშიმშილებენ, იქნებ გამხდარი გამოიყვანონ და არ უშველა, მერე პოლონელ ექიმებს ნაწილ-ნაწილ გამოყვანა სთხოვეს, ამანაც ვერ უშველა, ვერც ამხედრებულმა და მოვარჯიშე ხაბეიშვილმა დაიხსნა შტურმით და ისღა დარჩათ, სპირიტიზმით დაკავდნენ, სხეული დარჩათ „ვივამედში“... ოთახი მავზოლეუმი გახსნეს, „ვივამედში“ ბევრი ხალხი ვერ დადის, იმიტომ, რომ არ უშვებენ, მავზოლეუმში კი, თავისუფლად ივლიან. მერე „ვივამედში“ არსებული სააკაშვილი იეჭვიანებს და დაგმობს მავზოლეუმში მყოფ სააკაშვილს,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.