გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 16.6 პროცენტით გაიზარდა

13-10-2023

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 919.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.6 პროცენტით მეტია.

 

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 4 607.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 312.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 18.3 პროცენტით).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 6 705.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია.