გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სულ 570 ათასი ჰექტრის დამუშავება მოხდა

10-09-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. სამეგრელოს, იმერეთის გურიის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, 570 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. აგვისტოდან დღემდე დამონტაჟებულია 50 ათასამდე ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდის გამოყენების მიზნით. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრები მოსახლეობასთან და ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს, სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობასა და იმ მეთოდებზე, რომლებიც აპრობირებულია სხვა ქვეყნებში და ეფექტიანად მიიჩნევა მავნებელთან ბრძოლის პროცესში. 

პრაქტიკული მაგალითების ჩვენების მიზნით, სპეციალისტების მიერ მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურის მარტივი კონსტრუქცია, ფერომონის, ბადის,სანათის გამოყენებით. ღამის საათებში შუქზე და ფერომონზე მიზიდული მავნებელი პრეპარატით გაჟღენთილ ბადესთან შეხების შემდეგ ნადგურდება. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად მწერი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში. ბრძოლის ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებით, მსგავსი მექანიკური ღონისძიებების ჩატარებით შესაძლებელია მავნებლის შემცირება.