გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია იმყოფება

13-10-2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი უარყოფს “ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ხელმძღვანელობით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია იმყოფება. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი არის ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია.


„ტვ პირველი“ ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმყოფება დელეგაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობ მე, ასევე სესიაში მონაწილეობენ არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი. ეს ყველაფერი არის ტყუილი და სასაცილო დეზინფორმაცია. თან ისეთი ტყუილი, რომლის გადამოწმება, სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივია. მაგალითად, მე, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ამ დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მედიასთან ვაკეთებდით კომენტარებს და ასევე მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. დელეგაციის სხვა წევრები ასევე იმყოფებოდნენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. სასაცილოა „ტვ პირველისგან“ იმის მტკიცება, რომ სტრასბურგში სესიას ვესწრებით. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი. არ ვიცი რას ემსახურება მსგავსი ტყუილი, მაგრამ ამ დეზინფორმაციამ რომ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა, ფაქტია“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.