ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გივი მიქანაძე: ვარშავაში ვარ საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან, ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ

13-10-2023

უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება.

 

„უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა“ - წერს გივი მიქანაძე Facebook-ზე.