გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერები ვართ

10-09-2018

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომტეტის წევრი დავით სონღულაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, მეორე კვარტლის შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს შეიცავს. მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2 პარამეტრი: შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 9,4%-იანი ზრდა და 34.3 პროცენტით გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და მომავალში აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაში. აღნიშნული ტენდეციები თუ გაგრძელდა, მითუმეტეს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ფონზე, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს“-აცხადებს დავით სონღულაშვილი.

მისი ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა რეალურ სექტორში ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები არ არის განხორციელებული ერთი კონკრეტული მიმართულებით და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი. 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას“-აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.