გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც უპირობოდ უჭერს მხარს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას. ქართული ოპოზიცია კი, მას ლანძღავს, მაშინ როდესაც ორბანზე მკაფიოდ არავის დაუფიქსირებია ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია

14-10-2023

„ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც მკაფიოდ ამბობს, რომ უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მეტიც, ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას“.-წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

 

შაქარიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერაზე უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რა ჰქვია ამ ქმედებას თუ არა საკუთარი ქვეყნის მტრობა, როდესაც თავს ესხმიან იმ ერთადერთ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპირობო მხარდამჭერია!!

 

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვინ მუშაობს სტატუსის მისაღებად და ვინ აკეთებს ყველაფერს საპირისპირო შედეგისთვის!!!

 

„კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ლიდერის დადებითი პასუხი.

მათ შორის, ვიქტორ ორბანი არის ერთადერთი, ვინც მკაფიოდ ამბობს, რომ უპირობოდ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მეტიც, ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას. ორბანი, ამას აცხადებს ბრიუსელშიც, ბუდაპეშტშიც, თბილისშიც და თელავშიც!

 

ქართული ოპოზიცია კი, მას ლანძღავს, პუტინის მოკავშირეს და ავტოკრატ მმართველს უწოდებს, მაშინ როდესაც ორბანზე მკაფიოდ და არაორაზროვნად არავის დაუფიქსირებია ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი პოზიცია.

 

პარალელურად, ისინი აღმერთებენ იმ ევრობიუროკრატებს თუ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც ათასგვარ უსამართლო პირობას გვიყენებენ, რომლებიც ხან ჯუნგლებს გვადარებენ, ხან გამოცდაზე მისულ სტუდენტს და იმათ, ვინც ევროპის კონტურებში საერთოდაც არ მოგვიაზრებენ!

 

რა ჰქვია ამ ქმედებას თუ არა მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა?! როდესაც თავს ესხმიან იმ ერთადერთ ევროპელ ლიდერს, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპირობო მხარდამჭერია!!

ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვინ მუშაობს სტატუსის მისაღებად და ვინ აკეთებს ყველაფერს საპირისპირო შედეგისთვის!!!“-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.