გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან სალუქვაძე: პოლონეთის არჩევნებიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს

16-10-2023

ექსპერტი ამირან სალუქვაძე პოლონეთში 15 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ექსპერტის განცხადებით, არჩევნების დასრულებიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა, მხოლოდ ხმების 25%-ია დათვლილი, საქართველოში კი არჩევნების შედეგების რამდენიმე საათით დაგვიანებამ, ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა გამოიწვია.

 

„ვიფიქრე პოლონეთის არჩევნებში უკვე დათვლილი ექნებოდათ ხმები, 12 საათზე მეტი გავიდა. თურმე სულ რაღაც 25% დაუთვლიათ.

ჩვენთან ცესკომ რამდენიმე საათი დააგვიანა და შტურმით კინაღამ აიღეს.

ველოდებით საბოლოო შედეგებს. ჯერ ორივე მხარე ზეიმობს“ - წერს სალუქვაძე Facebook-ზე.