გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩიბურდანიძე: „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ცვლილებებს, სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხალხი დიდი ხანია ითხოვს

16-10-2023

„ვინც იცის, თუ რა განსხვავებაა სიტყვის თავისუფლებასა და იმ აღვირახსნილ ქმედებას შორის, რაც საქართველოში ხდება, მისთვის არ არის საჭირო ახსნა-განმარტება, თუ რისთვის არის საჭირო ეს კანონი,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

 

ის აცხადბეს, რომ სიძულვილის ენა, ცილისწამება, დეზინფორმაცია, რასაც ქართულ მედიაში ხშირად ვხვდებით, „სიტყვის თავისუფლებას" არის ამოფარებული.


„ყველა დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქე ხვდება, რომ დღეს ქართულ მედიაში არსებულ სიძულვილის ენას, ცილისწამებას, დეზინფორმაციასა და კიდევ ბევრ სხვას, რაც „სიტყვის თავისუფლებას" არის ამოფარებული, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. თუ გვსურს ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი, უნდა გავიზიაროთ მათი სტანდარტები. კონკრეტული კანონპროექტიც მხოლოდ ამ სტანდარტს მიჰყვება.


მჯერა, რომ ამ კანონპროექტს მიესალმება არა მხოლოდ მედიის და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, არამედ, მთლიანად საზოგადოება, რომელიც დაიღალა ყოველდღე ტელევიზიებით თუ სხვა მედია-საშუალებებით გადმოფრქვეული ამდენი სიძულვილით და ერთმანეთის შეურაცხყოფით. ხალხი დიდი ხანია ამ კანონს ითხოვს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ „მაუწყებლობის შესახებ კანონში" ეს ცვლილებები დაგვიანებულიც კია," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.