გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხელვაჩაურში, შუა საუკუნეებში აგებულ ე.წ. "ჩხერის" ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

16-10-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში არსებული ე.წ. ,,ჩხერის" ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

შუასაუკუნეებში აგებულ ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა: ჩამოშლილი იყო თაღის მარცხენა გვერდის წყობა, დაზიანებული იყო სავალი ნაწილი. ადრე ხიდზე საგანგებოდ გადებულ რელსებზე ავტომანქანები გადაადგილდებოდა, ამჟამად ხიდის გვერდით ახალი, რკინაბეტონის ხიდია აშენებული.