გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას: სამართალწარმოება ტერორზე და სრულ კონტროლზე გქონდათ დალაგებული, მაგას მისტირი და დარწმუნებული იყავი, ასე ტირილში აღმოგხდება პოლიტიკური პერსპექტივები

16-10-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს აზიარებს, სადაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „სულ სამი ცალკეული მოსამართლე ჰყავთ“.

 

როგორც ქადაგიძე წერს, გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალია რადიკალური დღის წესრიგიდან. მაგას რა ჯობია? ეგ სამივე კი მშვიდობაში მოიხმარეთ, არსად დაგეკარგოთ.

 

“შუბი ხალათში არ დაიმალება”…

ანუ, 3 მოსამართლე ჩვენია, რადიკალური ოპოზიციის გავლენებში არიანო…

აი, სამწუხაროდ უზენაესში საერთოდ არავინ გვყავსო. გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო თავისუფალია რადიკალური დღის წესრიგიდან.

 

მაგას რა ჯობია?

 

ეგ სამივე კი მშვიდობაში მოიხმარეთ, არსად დაგეკარგოთ.

 

ისე, თხებივით არ გამოამზეურა სააშკარაოზე?

იტირე ახლა, როგორი ცუდი დრო დაგიდგათ.

 

აი, შენ რომ პროკურორი გერქვა და ერთ ვერტიკალზე გქონდათ აწყობილი მთელი სასამართლო ხელისუფლება,

0.1% რომ იყო გამამართლებელი განაჩენი, ქართველი ხალხის 20 % პრობაციონერი გყავდათ და სამართალწარმოება შანტაჟზე, ტერორზე და სრულ კონტროლზე გქონდათ დალაგებული,

აი, მაგას მისტირი და დარწმუნებული იყავი, ასე ტირილში აღმოგხდება პოლიტიკური პერსპექტივები“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.