გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: როდესაც ნიკა გვარამია ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას; ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამ არის, რაც ხშირად თავს ვერ მალავს

16-10-2023

"როდესაც ის ამბობს, რომ „სამი მოსამართლე გვყავს“, ეს ყიდის მის პოზიციას. ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამ არის, რაც ვერ მალავს ხშირად თავს და თქვა, რომ „ჩვენ სამი მოსამართლე გვყავს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, სადაც გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სულ სამი ცალკეული მოსამართლე ჰყავთ“.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ მართლაც ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, როგორც ჩანს, ისინი მათ სთხოვენ, განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი დასკვნის სახით იყოს ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია.


„როგორც აღმოჩნდა და არც მალავდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები წინა დღეებში სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ, მათი იმედი გვაქვსო.


შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები, ინტერვიუები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობენ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც დააფიქსირებდნენ განსხვავებულ აზრს, მაგრამ ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის, ეს ბუნებრივი ამბავია, იქიდან გამომდინარე, რომ მე, როგორც იურისტს, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში.


თუ ისინი ფიქრობენ და მართლაც, ნიკა გვარამიას და სხვებს ჰყავთ ეს მოსამართლეები, როგორც ჩანს, ისინი მათ სთხოვენ, განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია. ამის დაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოუდგენელია, რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს ადამიანმა, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია.


თუ არ ვცდები 50 გვერდიანი დასკვნა დაიწერა და გაცილებით ნაკლები შეუძლებელი გახდა ამ დროში დაწერილიყო სამი მოსამართლის მიერ, რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ იურიდიული განათლება და უჭირთ, როგორც ჩანს თუ დავალებაა და როგორც გამოჩნდა გვარამიას პოსტში ასე ჩანს, იმის შესრულება, დაწერონ, რომ არ დაურღვევია პრეზიდენტს კონსტიტუცია. დაველოდოთ მაინც, წინსწრებით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს, მაგრამ მე, როგორც იურისტს, ვიმეორებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რა უნდა დაწერონ, რომ დაიჭირონ პრეზიდენტის მხარე და დარღვევაში თანამონაწილეები გახდნენ“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.