გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა

17-10-2023

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. 


მიმდინარე კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში, რათა საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ არგუმენტები იმ პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. 


მიმდინარე კვირაში პარლამენტი ასევე მოისმენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და სახალხო დამცველის ანგარიშებს.


„მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს, ხოლო ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარდგება.


პარლამენტი ასევე იმსჯელებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.