გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობაზე: ჩემ გარდა არც არავის ახსოვს, რომ ამ პარტიას 22 წელი შეუსრულდა, რამეთუ პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხოლო სექტას დაარსების თარიღი არ გააჩნია

17-10-2023

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 19 ოქტმბერს მოეწყობა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სოფელ ჭორვილამდე.


ქართველიშვილის თქმით, პარტია, რომელსაც არსებობიდან 22 წელი შეუსრულდა, პრაქტიკულად სექტად არის გადაქცეული.


“მე არ მესმის ეს ქილიკი და ღლიცინი. 19 ოქტომბერს ამ პარტიას უსრულდება დაარსებიდან 22 წელი. სხვათა შორის, ჩემ გარდა ეს თარიღი არც არავის ახსოვს, რამეთუ პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ, ხოლო სექტას დაარსების თარიღი არ გააჩნია. მათ ცნობიერებაში ის მუდამ იყო, რამეთუ სახელმწიფო ამ ქვეყანას სააკაშვილმა შეუქმნა. თუმცა 2001 წლის ოქტომბერში პარტია მაინც ჩამოყალიბდა და მისი სახელწოდებიდან: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - პირველი რაც გაქრა, იყო "ნაციონალური" და ტრანსფორმირდა "ნაცისტურში".


შემდეგი "გაჩერების" მსხვერპლი გახდა "ერთიანი" - აბა რომელ "ერთობაზეა" საუბარი: უამრავ ნამსხვრევებად იქცა და ეს მსხვრევის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ 22 წელიწადში მათ დარჩათ მხოლოდ "მოძრაობა" და აღარც იმოძრაონ? "ფრიმიშას" სექტის მომლოცველთა ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს საქართველოში მოძრაობის უფლება. "ჰარემიშა, ჰარემიშა, მიშა, მიშა, ჰარეჰარე". ჯერჯერობით სამწუხაროდ ასეა...” - წერს ქართველიშვილი.