გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამრიკო ჯაყელი: ყველა ის სტრატეგია, ის ბერკეტი, რომელიც აქამდე ჩვენს სისტემაში მოქმედებდა, ვერ აუმჯობესებდა განათლების ხარისხს

10-09-2018

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელის, თამრიკო ჯაყელის განცხადებით, განათლების სიტემა დიდი ხანია სტაგნაციაში და მინისტრის გადაწყვეტილება დროულია.
მისივე თქმით, ყველა ის სტრატეგია, რომელიც აქამდე სისტემაში მოქმედებდა, ვერ აუმჯობესებდა განათლების ხარისხს. 


„ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დროული გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც, იმის გამო, რომ უკვე კარგა ხანია ჩვენი სისტემა არის სტაგნაციაში. იმ სტრუქტურით და მოცემულობით, რა მდგომარეობაშიც სისტემა იყო, რეალურად, ვერ ხერხდებოდა ზოგადი განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ამ პირს, ამ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა, აქვს რა საკვირველია, თავისი წვლილი შეტანილი განათლების სიტემის განვითარებაში და მე პატივისცემით მოვიხსენიებ ყველას, უბრალოდ, საჭიროა სისტემის მთლიანი განახლება, პირველ რიგში- კონცეპტუალური თვალსაზრისით.
ყველა ის სტრატეგია, ის ბერკეტი, რომელიც აქამდე ჩვენს სისტემაში მოქმედებდა, ვერ აუმჯობესებდა განათლების ხარისხს. ვერ ხდებოდა სერიოზული, არსებითი ცვლილებების შეტანა საკლასო ოთახში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილებები ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის.
სრულად ვეთანხმები მინისტრის ამ გადაწყვეტილებას. დიდი პრობლემა იყო იმ მხრივ, რომ სისტემაში არ იყო კონცეპტუალური ერთიანობა, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ძალისხმევა საერთო მიზნისკენ მიდიოდეს, სკოლა აბსოლუტურად იხლიჩებოდა. ამ მხრივ, იმედი მაქვს მდგომარეობა გამოსწორდება. უკვე იმდენად „გამკვრივებული“ იყო სიტუაცია, რომ ამის „გალღობას“ და „გადადნობას“, ეს ცვლილებები ნამდვილად სჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს გაბედული ნაბიჯია, რადგან დიდი ხანია უკვე ყველა გრძნობს ამას, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ვერ ბედავდა“- განაცხადა ჯაყელმა.