გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნატალია ინგოროყვა: ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს და რეფორმების გაცხადების საკითხში მინისტრს სრულად ვეთანხმები

10-09-2018

ჟურნალ „მასწავლებელი“-ს მთავარი რედაქტორის, ნატალია ინგოროყვას განცხადებით, განათლების სისტემაში რეფორმების საჭიროებაა.
მისივე თქმით, უკვე განხორციელებული რეფორმები საკმარისი არაა, რადგან ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს.
„ცხადია, თვითონ საკადრო ცვლილებებს მე ვერ შევაფასებ, ეს მინისტრის გადაწყვეტილებაა და მინისტრმა თვითონ იცის რას აკეთებს ამ მიმართულებით. რაც შეეხება რეფორმების გაცხადებას, ამ საკითხში სრულად ვეთანხმები, ამის საჭიროება ნამდვილად დგას, ის, რომ თავის დროზე ჩვენ განვახორციელეთ სისტემაში მთელი რიგი საჭირო რეფორმები, ეს არ არის საკმარისი, ახალ თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს. მინისტრმა რამდენიმე საინტერესო გზავნილი ახსენა, ეს არის სისტემის თანამედროვე მთხოვნებზე მორგება, განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე ველოდები რეფორმის ძირითადი მიმართულების გაცხადებას. როგორც შეგვპირდა, უახლოეს დღეებში გააკეთებს გაცხადებას და მაშინ უფრო მარტივი იქნება ვისაუბროთ იმაზე, რა მოლოდინები შეიძლება მქონდეს. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ცვლილებები, რომელიც სისტემის გაჯანსაღებას მოხმარდება, მისაღებია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და ვინც ვთვლით, რომ განათლება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
იმ ადამიანებმა, ვინც იციან რა რეფორმა უნდა განახორციელონ სისტემაში, უკეთ იციან როგორი ადამიანები სჭირდებათ ამ რეფორმის განსახორციელებლად და თვითონ უკეთესად ხედავენ რა ტიპის მენეჯერები სჭირდებათ. ჩვენ შესაძლებელია, ერთი და იგივე საქმეში როცა ვტრიალებთ და რაღაც გარკვეული წარმატებებიც გვაქვს ამ მიმართულებით, გვაქვს განცდა, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გარედან ახალი თვალი, დაკვირვებული თვალი უფრო უკეთესად ხედავს იმპრობლემებს, რა პრობლემებიც შეიძლება იყოს და როგორი ადამიანები სჭირდება ამ პრობლემების გადაწყვეტას. 
მე პერსონალიებზე ვერაფერს ვიტყვი, თითოეულ მათგანს თავისი წვლილი აქვს ამ სისტემის განვითარებაში თავის დროზე შეტანილი, ამ შემთხვევაში ვსაუბრობიმაზე, რომ რეფორმის აუცილებლობა ნამდვიალდ დგას“- განაცხადა ინგოროყვამ.