გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით

17-10-2023

„მინისტრის ფორმატის“ ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხსაც.


მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

„ევროკავშირისაგან ბოლო ორ წელიწადში ჯამში 4 მლნ ევრომდე იქნა გამოყოფილი. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც იქნა დაფინანსებული გრანტით 700 000 ევროს ფარგლებში“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


თავდაცვის მინისტრმა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევაც გამოყო და განაცხადა, რომ ბრიტანული მხარე აქტიურად მუშაობს პროექტირება-მშენებლობის გეგმაზე.


მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ბრიტანული მხარე თანადაფინანსებით გამოყოფს 5 მლნ ფუნტს, დანარჩენ ფინანსური რესურსს კი, ქართული მხარე შეავსებს.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისში კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობას დაიწყება.