გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სკანდალი „ოცნებაში“ – ჭიათურის მერს, პაატა ნადირაძეს „ქართული ოცნება“ და სუსი გადადგომას აიძულებს

11-09-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს „ქართული ოცნება“ და სუსი გადადგომას აიძულებს.

როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პაატა ნადირაძე თანამდებობას უახლოეს მომავალში, მიმდინარე კვირაში დატოვებს.

ნადირაძის გადადგომის ოფიციალური მიზეზი ალბათ ოჯახური, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იქნება, თუმცა, „2020NEWS“-თვის მის გადადგომამდე ექსკლუზიურად ცნობილი ხდება ის კულუარული დეტალები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

როგორც „2020NEWS“-ს სანდო წყარომ აცნობა, „ქართული ოცნება“, უშუალოდ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე რამდენიმე თვეა პაატა ნადირაძისგან გადადგომას ითხოვს. ასეთივეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებიც პოზიციაც. როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, ნადირაძეს „კეთლისმყოფელები ქართული ოცნებიდან“ თანამდებობის უხმაუროდ დატოვებას ურჩევენ.

“ნადირაძეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების გახმოვანება დღეების საქმეა. სავარაუდოდ, ამ კვირაში გააკეთებს განცხადებას. მასთან ერთად თანამდებობას დატოვებენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები“, – განუცხადა 2020NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა დაკავშირება დეპუტატ დიმიტრი სამხარაძესთან. ბუნებრივია, 2020NEWS“-ის საინტერესოა, მისი ოფიციალური კომენტარი ამ სკანდალთან დაკავშირებით.

სკანდალურ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ სივრცეში საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს პაატა ნადირაძის თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე:

“პირველ რიგში ჭიათურელი ახალგაზრდების საყურადღებოდ!!! ბევრმა იცით როგორ, რა შემართებით და რისთვის დავბრუნდი ჩემს ქალაქში… ადამიანების გარკვეული ჯგუფი ისეთი მეთოდებით ებრძვის ხალხის მიერ არჩეულ მერს, რომ ფაქტიურად მას და მის გუნდს გვაიძულებენ, რომ ჭიათურა დავტოვოთ! ეს ხალხი არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში მართავენ იმ პროცესებს, რამაც ქალაქი შეიძლება საბოლოოდ დაღუპოს. ვერ ეგუებიან ახალგაზრდების ჭიათურაში დაბრუნების იდეას, ვერანაირ სიახლეს და პროგრესს… მეტს სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ…მჯერა, რომ ბოლოს თქვენ ძალიან სწორად შეაფასებთ ყველაფერს!“ – წერს ნოდარ ჩაჩანიძე.

ცოტა ხნის წინ „საკუთარი განცხადების“ საფუძველზე დატოვა თანამდებობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ინა ასანიძემ და ემიგრაციაში გაემგზავრა აშშ-ში. ინა ასანიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ სივრცეში დაწერა: „დღემდეც უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ სულ ვფქრობდი, რომ ყველაფრის დრო დგება და ალბათ მომეცემა საშუალება მეც ვკითხო რატომ, რის გამო “დავისაჯეთ” ის ადამიანები, ვინც 2012 წელს საკუთარი ოჯახები და თავები გავწირეთ. დიახ გავწირეთ იმისათვის, რომ რეჟიმი მოგვეშორებინა. მე და ჩემი მეგობრები დაგვსაჯეთ. ჭიათურლებმა სიყვარული დიდი იციან, მაგრამ შეურაცხყოფას არ პატიობენ და ეს ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. პაატა ნადირაძე თავის უძლიერესი გუნდით არ დაიკარგება. აი, თქვენ კი მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე ემიგრნტებთან ერთად ემიგაციიდან იმიტომ დავბრუნდი მაშინ, რომ ვიფიქრე შრომას და ერთგულებას ფასი დაედებოდა. ისევ შევცდი. თქვენ მე და ჩემნაირებს კორუმპირებულები, უინიციატივო და უუნარო ადამიანების გამოყვანით სინათლეზე ყველაფრის იმედი წაგვართვით. მაპატიეთ ყველამ, ვისაც მე გარწმუნებდით, მაშინაც და დღესაც რომ თქვენი ერთგულება და შრომა დაფასდებოდა, გულწრფელად გიხდით ბოდიშს! მე ისევ ემიგრაციაში წავედი, რადგან ჩვენი, ერთგული ადამიანების ადგილი აქ არ არის“, – წერს ინა ასანიძე.

ცნობისათვის, 3 დღის წინ ინა ასანიძის ნაცვლად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის პროტეჟე და თანასოფლელი, გივი კიკნაძე დაამტკიცეს.



2020news