ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ჯუანშერ ბურჭულაძე: ახალი კოდექსით აღმოიფხვრა საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხა ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით

17-10-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტარების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.


„კოდექსით დავარეგულირეთ არაერთი ხარვეზი. მინდა, გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოდექსმა დაარეგულირა. ეს არის ის, რომ წვევამდელთა სამსახური იქნება მხოლოდ თავდაცვის ძალებში და მომავალი წლიდან წვევამდელთა სამსახური არსებითად შეცვლილი იქნება. ასევე, დარეგულირდა სამხედროებისთვის სოციალური გარანტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ოფიცერთა შემადგენლობა და მათ ჰქონდეთ გარანტირებული პირობები,“ – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


ამ კონტექსტით, თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


მინისტრის განმარტებით, სამუდამოდ აღმოიფხვრა ნაკლოვანებები, რაც უკავშირდებოდა ფიქტიურ „რელიგიურ ორგანიზაციებს“, რომლებიც ხელს უწყობდნენ წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში.


„ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ზოგადად, ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის. პირობითად, 90% ვისაც უნდოდა თავის არიდება სავალდებულო სამსახურისთვის, იყენებდა ამ საშუალებას. ეს ხარვეზი ჩვენ გამოვასწორეთ და, იმედია, ამის ირგვლივ გავერთიანდებით“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.