გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო - ჯუანშერ ბურჭულაძე

17-10-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო სწავლებებში და შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება შეიარაღებისა და სხვადასხვა საშუალებების შეძენის მხრივ.


შეჯამების სახით მინისტრმა იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების მცირე ჩამონათვალი გააკეთა, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ 2023 წელს განახორციელა: „მხოლოდ 2023 წელს, სამინისტრომ გააფორმა დაახლოებით 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს კონტრაქტები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან და კომპანიებთან, როგორიცაა ესპანეთი (კომპ. INSTALAZA - ხელის გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია (კომპ. DND - ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), საფრანგეთი და ისრაელი (კომპ. RAFAEL - საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER; ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko“ - საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur - საარტილერიო სისტემების შეკეთების და ტრენინგის მომსახურება; LOM PRAHA - მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და სხვა“.


ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმდინარე წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულ და წლის ბოლომდე დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწავლებებში თავდაცვის ძალების მონაწილეობის მხრივ ეს რეკორდული მაჩვენებელია.


„მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და წლის ბოლომდე მიიღებს, ჯამში, 27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და მრავალეროვნულ სწავლებაში. ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


მისი თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია ნათლად ადასტურებს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და მკაფიოდ პასუხობს ცილისმწამებლურ ბრალდებებს.


„მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა ყველას ვალია: „ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.