გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის საკითხი განიხილეს

17-10-2023

უზბეკეთში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე,  სხვადასხვა საკითხებთან ერთად 2024 წელს, საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნი ღონისძიება განიხილეს, რომელსაც ტურიზმის ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  საქართველოში მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.


საბჭოს სხდომაზე 2024-25 წლების გეგმები, UNWTO-ის რეგიონული და თემატური ოფისების შექმნა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივები და სხვა საკითხები განიხილეს.


სამარყანდში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობენ.